Accentnews.ge
გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსეთთან თანამშრომლობას ედავებიან

გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსეთთან თანამშრომლობას ედავებიან

08/09/2023 17:58:58 მსოფლიო

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს და გერმანელ ბიზნესმენს რუსეთისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემას ედავებიან.

დაზვერვის ოფიცერი კარსტენ ლ. დეკემბერში ბერლინში დააკავეს, ხოლო ბიზნესმენი არტურ ე., - იანვარში. მათ ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ არტურ გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელ ე.-ს ჰქონდა კონტაქტი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთან, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.

ეს სამი პირი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში შეხვდა და ისინი შეთანხმდნენ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გერმანიის საგარეო დაზვერვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S