
საგანგებო:ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია
08/09/2023 16:47:26 საზოგადოება
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.