Accentnews.ge
ბრიანსკში დრონებით შეტევის შედეგად სამხედრო საწარმოს და რკინიგზის სადგურის დაზიანების შესახებ იუწყებიან

ბრიანსკში დრონებით შეტევის შედეგად სამხედრო საწარმოს და რკინიგზის სადგურის დაზიანების შესახებ იუწყებიან

08/09/2023 16:45:03 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ბრიანსკში მდებარე სამრეწველო ობიექტზე დრონებით მორიგი თავდასხმის შესახებ.

მისი მტკიცებით, დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ფრაგმენტები ადმინისტრაციულ შენობას დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ტელეგრამ–არხ Mash–ის ცნობით, შეტევა განხორციელდა საწარმოზე, რომელიც აწარმოებს კომპონენტებს სამხედრო აღჭურვილობისთვის.

"ბაზას" ცნობით, ხანძარი 8 სართულიანი ადმინისტრაციული შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა, ხანძრის ფართობი დაახლოებით 20 კვადრატული მეტრია. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

პოლიციამ საწარმოსკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რამაც საცობი წარმოქმნა.

მოგვიანებით ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კიდევ ორი დრონით განხორციელდა თავდასხმა. ერთ-ერთი, მისი მტკიცებით, ჩამოაგდეს ქალაქთან მიახლოებისას, მეორე – ქალაქის თავზე.

მისივე თქმით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად რკინიგზის სადგურის ერთ–ერთი შენობა დაზიანდა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S