Accentnews.ge
უკრაინის არმიამ ფრონტის 2 მიმართულებით წინ წაიწია

უკრაინის არმიამ ფრონტის 2 მიმართულებით წინ წაიწია

08/09/2023 14:41:10 მსოფლიო

გასული დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა წინ წაიწიეს ფრონტის ერთდროულად 2 მიმართულებით. საუბარია ზაპორიჟიისა და ბახმუტის ფრონტზე,– ამის შესახებ OSINT–ის და ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები იუწყებიან ვერიფიცირებულ და გეოლოცირებულ ვიდეოებზე დაყრდნობით.

მკვლევარების ცნობით, უკრაინის არმიის იერიში და წინსვლა გაგრძელდა ზაპორიჟიის ოლქის სოფელ რობოტინეს რაიონში, სადაც უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე დაძლიეს რუსეთის დაცვის პირველი ხაზი.

როგორც იუწყებიან, სოფელ რობოტინეს აღმოსავლეთით უკრაინელმა მებრძოლებმა გასულ 24 საათში 1 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მკვლევარი მარკუს კოიპიე ვარაუდობს, რომ რუსეთის არმიის არტილერიას არ შეუძლია უკრაინელთა შეჩერება: "ან უკრაინელებმა ეფექტურად გაანეიტრალეს მოწინააღმდეგის არტილერია, ან რუსებს არ ჰყოფნით ჭურვები".

ზაპორიჟიის გარდა, უკრაინის არმიის წინსვლა დასტურდება ბახმუტის მიდამოებში, კერძოდ დასახლება კლიშიივკასთან. გეოლოცირებული ვიდეოებიდან, ჩანს, რომ რუსული დანაყოფები ნელ-ნელა გადიან კლიშიივკიდან, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული.

ასევე იუწყებიან, რომ უკრაინელებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის სოფელ ოპიტნოეს მიდამოებში და საგრძნობლად მიუახლოვდნენ დონეცკის აეროპორტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S