ბორელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ წინსვლისთვის
08/09/2023 13:07:46 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ წინსვლისთვის", – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უწყებამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ კადრები გაავრცელა.


