სამაშველო ოპერაცია დასრულდა: კრივი-რიჰში სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
08/09/2023 10:45:25 მსოფლიო
კრივი-რიჰში პოლიციის ადმინისტრაციის შენობაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს უკრაინის დასახლებულ პუნქტებს, რასაც თან ახლავს მსხვერპლი. კიევისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.


