ხერსონზე რუსეთის ჯარის მორიგი საავიაციო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
08/09/2023 10:40:28 მსოფლიო
სამი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა ხერსონის სოფელ ოდრადოკამენკაში რუსეთის ჯარის მორიგი საავიაციო იერიშის შედეგად.
„მართვადი ავიაბომბის მოხვედრის შედეგად მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა. ორი დაზარალებული, 54 და 62 წლის მოქალაქე საშუალო სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორი ქალი მკურნალობას ლაბორატორიაში იტარებს“, - განაცხადა ხერსონი საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.
რუსეთის ძალებმა წინა დღით დრონებითა და არტილერიით ორჯერ მიიტანეს იერიში ოდრადოკამენკაზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა რუსეთის ჯარებმა 8 სექტემბერს ნაღმსატყორცნიდან ცეცხლი გაუხსნა სოფელ ვესელოეს, სადაც 67 წლის მამაკაცი დაიჭრა.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილს და რეგიონულ ცენტრს. კიევისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.


