
ხულოში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
04/12/2019 11:38:00 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეგიონები
ხულოში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაიცა "ალტერნატივას" წევრები მართავდნენ და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრა სურდათ. აქტივისტებს თან ჰქონდათ სტიკერები წარწერით "მონა".
"დღეს ვაპროტესტებთ აქ ჩვენ იმ მონურ რეჟიმს, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში და ყველა კუთხეში. ახალგაზრდები აპროტესტებდნენ ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან, ეს არის მონა ადამიანი, რომელმაც მთელ საქართველო შეურაცხყო და განსაკუთრებით ხულო იმ დავალებით, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასცა", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ცნობისთვის: გუშინ დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან.