"უკრაინელი ომის ტყვეების დაახლოებით 90% წამების, გაუპატიურების ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა"
08/09/2023 10:00:21 მსოფლიო
უკრაინელი ომის ტყვეების დაახლოებით 90% წამების, გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის მუქარის ან სხვა სახის სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, "უკრაინამ ამ საშინელებათა მტკიცებულებები ყველა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინა“.
„მხოლოდ ხერსონის ოლქში წამების 11 პალატა დაფიქსირდა. ხარკოვის ოლქში გამოძიება დაწყებულია წამების თითქმის 100 საქმეზე, სადაც 700-ზე მეტი მსხვერპლი გამოვლინდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
მისი თქმით, წამების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ საქმეებზე 156 ეჭვმიტანილი გამოვლინდა და 114-ის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სასამართლოშია გაგზავნილი.


