ბორელი – ღარიბაშვილს: "არის რისკი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის"
08/09/2023 09:04:33 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა პოლარიზაციას გაზრდის. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"არის რისკი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, გყავთ აქტიური სამოქალაქო სექტორი და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში",– განაცხადა ბორელმა.


