Accentnews.ge
კუბაში მასობრივი დაკავებები განხორციელდა რუსეთის არმიისთვის კუბელების გადაბირების საქმის ფარგლებში

კუბაში მასობრივი დაკავებები განხორციელდა რუსეთის არმიისთვის კუბელების გადაბირების საქმის ფარგლებში

08/09/2023 07:27:01 მსოფლიო

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებულია 17 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ უკრაინაში საომრად რუსეთის არმიისთვის კუბელების დაქირავებაში.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 7 სექტემბერს ღამით კუბის შსს-ს პოლკოვნიკმა სესარ როდრიგესმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ 17 დაკავებულს შორისაა ადგილობრივი ორგანიზატორი. როდრიგესმა ეჭვმიტანილების ვინაობა არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ კრიმინალური ჯგუფის ლიდერის საყრდენი იყო კუნძულ კუბაზე მცხოვრები 2 პირი.

პროკურორ ხოსე ლუის რეიესის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედება ადამიანებით ვაჭრობა, საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულის სტატუსით მონაწილეობა და სხვა სახელმწიფოს მიმართ მტრული მოქმედება. პროკურორის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის, მათი სიმძიმის მიხედვით, გათვალისწინებულია 30 წლამდე პატიმრობა, სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა.

მანამდე, 4 სექტემბერს კუბის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ნეიტრალიზებულია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც რუსეთიდან მოქმედებს უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეთა გასაგზავნად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S