Accentnews.ge
შსს: გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რამდენიმე სოფელი, მიმდინარეობს სამი პირის ძებნა

შსს: გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რამდენიმე სოფელი, მიმდინარეობს სამი პირის ძებნა

08/09/2023 06:19:44 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გურიის და აჭარის რეგიონებში სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

მისი ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში სამ პირს ეძებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, სამი პირის, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S