Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: მელიტოპოლის მიმართულებით მტერს ვანადგურებთ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ

უკრაინის გენშტაბი: მელიტოპოლის მიმართულებით მტერს ვანადგურებთ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ

08/09/2023 06:16:10 მსოფლიო

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, 7 სექტემბრის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 34 შეტაკება მოხდა და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ვითარება "რთული რჩება".

"უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევის ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მისი ცნობით, უკრაინის არმიამ მოიგერია შეტაბები კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის არეალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S