Accentnews.ge
ISW: უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტთან კონტრშეტევას წარმატებით განაგრძობენ

ISW: უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტთან კონტრშეტევას წარმატებით განაგრძობენ

08/09/2023 05:59:18 მსოფლიო

უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტთან კონტრშეტევას წარმატებით განაგრძობენ, – იუწყება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) გეოლოკაციური კადრების და სხვა მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

ISW-ის ცნობით, 7 სექტემბერს, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში წინ წაიწიეს დასახლებული პუნქტის ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით და მცირე პროგრესი ჰქონდათ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში.

ამერიკელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტის მიმართულებით და დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, თუმცა წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S