Accentnews.ge
აშშ უკრაინას დამატებით 600 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ უკრაინას დამატებით 600 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

08/09/2023 05:54:03 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 600 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

პენტაგონის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს, მათ შორის აღჭურვილობას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას, მხარდაჭერას და აღჭურვილობას წვრთნებისთვის, ტექნიკური მომსახურებისა.

6 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 175 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა საბრძოლო მასალას გაღარიბებული ურანით. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S