Accentnews.ge
კადიროვის ნათესავი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

კადიროვის ნათესავი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

07/09/2023 19:14:26 მსოფლიო

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან ალხანოვი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დირექტორატის (ცენტრი "E") უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კავკაზ.რეალიი“ ავრცელებს.

61 წლის რუსლან ალხანოვი ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის თანასოფლელი და მისი ერთ-ერთი ქალიშვილის მამამთილია. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნამდე ალხანოვი ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ალხანოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დროს ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა აქტიურად დაიწყეს ადამიანების გატაცება და წამება, ასევე რამზან კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგეების დევნა. 2022 წლის დეკემბერში ალხანოვს კანადამ სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებში მონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S