CNN: ილონ მასკმა Starlink-ის გათიშვით სევასტოპოლზე უკრაინის შეტევა ჩაშალა
07/09/2023 18:38:59 მსოფლიო
კორპორაცია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Starlink-ის გათიშვით სევასტოპოლზე უკრაინის შეტევა ჩაშალა, – იუწყება CNN უოლტერ აიზეკსონის ბიოგრაფიული წიგნზე დაყრდნობით, რომელიც აშშ-ში 12 სექტემბერს გამოქვეყნდება.
"შემთხვევა შარშან მოხდა. Starlink-ის გათიშვის შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე უკრაინის საზღვაო დრონებმა დაკარგეს მართვა და ნაპირზე გამოირიყნენ“, –აღნიშნულია წიგნში.
როგორც ილონ მასკის ბიოგრაფიის ავტორი აღნიშნავს, ბიზნესმენმა თავისი კომპანიის ინჟინრებს დაავალა კავშირის გაწყვეტა, რადგან ეშინოდა იმის, რომ რუსი სამხედროები შავი ზღვის ფლოტზე მასიურ იერიშს ბირთვული დარტყმით უპასუხებდნენ. ირწმუნებიან, რომ მასკს ასეთი შთაბეჭდილება შესაძლოა, რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ დარჩენოდა. ამტკიცებენ იმასაც, რომ უკრაინის წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მილიარდერი გადაწყვეტილების შეცვლაში, მაგრამ იგი თავის პოზიციაზე დარჩა.
"Starlink შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხს შეეძლოს Netflix-ის ყურება, დასვენება, სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირება, მშვიდობიანი საქმეების კეთება და არა დრონებით იერიშების განსახორციელებლად", - განუცხადა, CNN–ის ცნობით, მასკმა წიგნის ავტორს.
თავად ბიზნესმენს ან მის წარმომადგენლებს CNN-თან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


