Accentnews.ge
პრეზიდენტი: ყველამ იცის, რომ  საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი

პრეზიდენტი: ყველამ იცის, რომ  საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი

07/09/2023 17:52:02 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპაში ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება და მისი თქმით, "ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი".

„მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მოვახერხებ ორთვენახევარში, სამ თვეში მოვიარო მთავარი და შეიძლება, ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება, არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ რვა მარტს. ეს იქნება ჩვენი, ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ, თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S