Accentnews.ge
უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა

უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა

07/09/2023 14:44:34 მსოფლიო

უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თურქეთში უკრაინის ელჩ ვასილ ბოდნარზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არსებულ დერეფნებში ხომალდების მიმოსვლაზე შეზღუდვები არ არის.

„თურქულ მხარეს მარცვლეულის დერეფნის რუსეთის გარეშე მოქმედების წინადადება გადავეცით. ჯერჯერობით არ არის საბოლოო დადასტურება, თუმცა, ვინაიდან ხომალდები უკვე დადიან რუმინეთის, ბულგარეთის, ასევე, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში და გადიან სრუტეებს შეზღუდვების გარეშე, ეს ნამდვილად რაციონალური გზაა“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ანკარასა და კიევს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს დღეებში ან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S