Accentnews.ge
ორბანის მთავრობის მაღალჩინოსანი სკანდალში გაეხვა ნაცისტების მოკავშირის ქების გამო

ორბანის მთავრობის მაღალჩინოსანი სკანდალში გაეხვა ნაცისტების მოკავშირის ქების გამო

07/09/2023 13:28:42 მსოფლიო

უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრი იანოშ ლაზარი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა გენერალ მიკლოშ ჰორტის ქების გამო, რომელიც ფაქტობრივად ქვეყანას ხელმძღვანელობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ის ნაცისტურ გერმანიასთან მოკავშირე იყო. ამ თემაზე ყურადღება Associated Press–მა გაამახვილა.

ლაზარმა ეს კომენტარი გააკეთა ცერემონიაზე, რომელიც აღინიშნა ჰორტის ხელახალი დაკრძალვის 30 წლისთავთან დაკავშირებით.

"დარწმუნებული ვარ, რომ მიკლოშ ჰორტის ხსოვნა იმსახურებს პატივისცემას. მისი სახით ჩვენ შეგვიძლია, პატივი მივაგოთ გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელიც იყო ნამდვილი გმირი ჯარისკაცი და ნამდვილი უნგრელი პატრიოტი", - თქვა ლაზარმა.

ისრაელის საელჩომ დაგმო ლაზარის კომენტარები Twitter-ზე და თქვა, რომ ადამიანის განდიდება, რომლის ქმედებებმა კატასტროფა მოუტანა უნგრელ ხალხს და განსაკუთრებით, მათ ებრაელ თანამემამულეებს, დაიღუპა 600 000 უდანაშაულო მამაკაცი, ქალი და ბავშვი, არ უნდა მოხდეს თანამედროვეობაში.

აშშ-ის ელჩმა უნგრეთში დევიდ პრესმანმა ასევე აღნიშნა, რომ ლაზარის მონაწილეობამ ჰორტის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში, შეერთებული შტატების მთავრობის შეშფოთება გამოიწვია.

"მიკლოშ ჰორტი ჰოლოკოსტის დროს თანამონაწილე იყო უნგრეთის ებრაელი მოსახლეობის მკვლელობაში. შეერთებული შტატები შეშფოთებულია მისი სასტიკი მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მცდელობაში ორბანის მთავრობის მაღალჩინოსნის ჩართვით" – თქვა ელჩმა.

ამავდროულად, უნგრეთის უდიდესი სინაგოგის მთავარმა რაბინმა რობერტ ფროჰლიხმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა ჰორტის ძალადობრივი ანტისემიტიზმის და ჰიტლერისთვის პირობის მიცემის შესახებ, რომ "ეტაპობრივად გაანადგურებს ებრაელებს" უნგრეთში მეორე მსოფლიო ომის დროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S