"წყლის დონე იმატებს, დავიხრჩობით!": ბერძნული სოფელი ფაქტობრივად, წყლის ქვეშ აღმოჩნდა
07/09/2023 12:00:45 მსოფლიო
ბერძნული სოფელი მეტამორფოსი ფაქტობრივად წყლის ქვეშ აღმოჩნდა.
როგორც იუწყებიან, ბოლო 48 საათის განმავლობაში ინტენსიური წვიმის წყლის წონემ 6 მეტრს გადააჭარბა და სახლები ფაქტობრივად სრულად დაფარა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ორი სოფლის მაცხოვრებლები თავიანთი სათევზაო ნავებით ცდილობენ სახურავებზე ასული ადამიანების უსაფრთხო ზონაში გადაყვანას.
„წყლის დონე მუდმივად მატულობს, უკვე ექვს მეტრს აჭარბებს, თემის ოფისის სახურავზე ავედით და ველოდებით. 60-ზე მეტი ვართ... გვითხრეს, ვერტმფრენით მოდიოდნენ ჩვენთან. თუ ვერ შემოფრინდებიან, დავიხრჩობდით. მთელი სოფელი გაქრა, მხოლოდ სახურავებია დარჩენილი, მეტი არაფერი ჩანს“, - ყვება ერთ–ერთი დაზარალებული, რომელიც სახურავს აფარებს თავს.
იუწყებიან, რომ შედარებით ნაკლებად მძიმე ვითარებაა პალამის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში ჩარჩენილების ევაკუაციას ვერტმფრენებითა და დაკიდული ნავებით შეეცდებიან როგორც კი ამინდი ხელს შეუწყობთ და ფრენაზე იქნება ნებართვა.

ვოლოსი, პელიონი, სკიათოსი, ჩრდილოეთ ევია, კარდიცა, ფთიოტიდა და ათენი ოთხშაბათს ქარიშხალმა „დანიელმა“ დააზარალა, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ზარალი დაფიქსირდა სამხრეთ საბერძნეთშიც. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ცენტრალურ საბერძნეთში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობის გამო. ხუთშაბათს დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.
"


