Accentnews.ge
მედია: ჩინეთმა G-20-ის სამიტის წინ ნეიტრალური პოზიცია უფრო პროუკრაინულით შეცვალა

მედია: ჩინეთმა G-20-ის სამიტის წინ ნეიტრალური პოზიცია უფრო პროუკრაინულით შეცვალა

07/09/2023 11:50:56 მსოფლიო

ჩინეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტის საბოლოო კომუნიკეს გარშემო მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, უკრაინაში ომის მიმართ თავიანთი ნეიტრალური პოზიცია შეცვალეს უფრო პროუკრაინულით, – იუწყება Bloomberg საფრანგეთის მაღალი რანგის მოხელეზე დაყრდნობით.

„ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია მოსკოვს ადრე ხელს აძლევდა. მაგრამ პეკინმა უკრაინის მიმართ უფრო რბილი პოზიცია დაიკავა შარშანდელთან შედარებით", - განაცხადა ფრანგმა მოხელემ.

სააგენტო წერს, რომ ეს მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ჩინეთს, ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი.

ფრანგი მოხელე აღნიშნავს, რომ G-20-ის წევრი ქვენები შეთანხმდნენ უკრაინაში ომის მიმართ საერთო ენაზე.

Bloomberg–ს ცნობით, ინდოეთი, რომელიც G-20-ის სამიტს მასპინძლობს, უარს ამბობს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაგმოს

„დიდი ოცეულის" სამიტი ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს იმართება. სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S