Accentnews.ge
რაჭაში დავით ხიდაშელზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ

რაჭაში დავით ხიდაშელზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ

07/09/2023 11:16:50 საზოგადოება

რაჭის მოსახლეობა ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემას აპროტესტებს. მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა და მოთხოვნებზე ისაუბრა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, დემონსტრანტები გაცემული ლიცენზიის გაუქმებისთვის ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ.

„ეს არის დასაწყისი ეტაპი ჩვენი პროტესტის, ვიწყებთ რეგულარულ პროტესტს და ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იქამდე უფრო მეტნი ვიქნებით, შემოგვიერთდება ყველა ის ხეობა, ვინც დღეს აქ არ დგას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის უფრო ფართო მასშტაბებით გაგრძელებას აანონსებენ.

„არ სჭირდება რაჭას ბატონი ამ კაცის სახით და ყველა შემთხვევაში, ყოველგვარი აპელაციის გარეშე ეს ლიცენზია უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის: სახელმწიფომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში 1 151 832 ლარად გადასცა. ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტს განკარგავს და ამ მხრივ ქვეყანაში უმსხვილესი ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამოდანირეო მეურნეობა უნდა განვითარდეს.

ამავე თემაზე: TI – დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. TI ასახელებს რამდენიმე გარემოებასაც, რომელიც, მისი ცნობით, "მიუთითებს, რომ ხიდაშელი რიგითი ბიზნესმენი არაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S