Accentnews.ge
ამერიკული დაზვერვა რეალისტურად მიიჩნევს უკრაინის მიერ რუსეთის თავდაცვის დარჩენილი ხაზების წლის ბოლომდე გარღვევას

ამერიკული დაზვერვა რეალისტურად მიიჩნევს უკრაინის მიერ რუსეთის თავდაცვის დარჩენილი ხაზების წლის ბოლომდე გარღვევას

07/09/2023 11:24:03 მსოფლიო

პენტაგონის სადაზვერვო სააგენტო თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები ფრონტის ხაზზე გვთავაზობს რუსეთის დარჩენილი თავდაცვის ხაზების წლის ბოლომდე გარღვევის „რეალისტურ შესაძლებლობას“, თუმცა ეს უკიდურესად რთული იქნება. ამის შესახებ The Economist-თან ინტერვიუში პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ტრენტ მოლმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სამთვიანი ნელი პროგრესის შემდეგ, უკრაინის კონტრშეტევა იმპულსს იძენს.

"ამაზე ორი კვირის წინ რომ გვესაუბრა, ცოტა უფრო პესიმისტური ვიქნებოდი. მათი გარღვევა მეორე თავდაცვითი ხაზის მეშვეობით... რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია", - ამბობს ტრენტ მოლი.

ის აღიარებს, რომ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ვერ შეაფასეს რუსული თავდაცვის სიღრმე და რამდენად რთული იქნებოდა უკრაინისთვის მათში ჯავშანტექნიკით შეღწევა. უკრაინელმა გენერლებმა გაზეთ Guardian-ს განუცხადეს, რომ რუსეთის ძალისხმევის 80% მიმართული იყო თავდაცვის პირველი და მეორე ხაზების გამაგრებაზე. მაგრამ მოლი აფრთხილებს, რომ რუსული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი მესამე ხაზზე რჩება.

მისი თქმით, ორი კრიტიკული ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია: საბრძოლო მასალის მარაგი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინელების წინსვლის არტილერიით მხარდასაჭერად და შემოდგომის ამინდი.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირი ამბობს, რომ უკრაინას შეტევის კულმინაციამდე ბრძოლებისთვის დაახლოებით ექვსიდან შვიდ კვირამდე დარჩა. მოლი კი ნაკლებად პესიმისტურია.

ის აღნიშნავს, რომ სერგეი სუროვოკინი, რუსი გენერალი, რომელმაც თავდაცვითი ხაზები ააშენა, და ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" დამფუძნებელი, რომლის დაქირავებულებმაც რუსეთის ყველაზე ხელშესახებ წარმატებებს მიაღწიეს გასულ წელს, ორივე უმოქმედოა - პირველი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მეორე – დაიღუპა.

მოლი ასევე ამბობს, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი მიღწევები "მნიშვნელოვანია" და მის ძალებს აძლევს "რეალისტურ შესაძლებლობას" - მაღალ შანსს, გაარღვიონ რუსეთის დანარჩენი ხაზები წლის ბოლომდე. მაგრამ ის აფრთხილებს, რომ შეზღუდული საბრძოლო მასალა და ამინდის გაუარესება მას "ძალიან გაართულებს".

ამავდროულად, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ყურადღება უკვე მორიგი საბრძოლო სეზონისკენაა მიმართული. წელს გარღვევის არარსებობის პირობებშიც, DIA თვლის, რომ თუ უკრაინას შეძლებს გააფართოვოს რობოტინოს ირგვლივ შეტევა, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და უზრუნველყოს საბრძოლო მასალის მიწოდება, ის კარგად იქნება მომზადებული კიდევ ერთი გარღვევისთვის 2024 წელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S