Accentnews.ge
ისნის ნაწილს 8 სექტემბერს წყლის მიწოდება თითქმის 20 საათით შეუწყდება

ისნის ნაწილს 8 სექტემბერს წყლის მიწოდება თითქმის 20 საათით შეუწყდება

07/09/2023 10:43:50 საზოგადოება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, 8 სექტემბერს ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩა N131-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.

"დილის 11:00 საათიდან 9 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, მოსკოვის გამზირს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა და ნადირაშვილის ქუჩებს, ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის N1-251, N2-42, გორგასლის ქუჩა N50-52, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის",– ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S