Accentnews.ge
იენს სტოლტენბერგი: პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

იენს სტოლტენბერგი: პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

07/09/2023 09:28:36 მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უდიდესი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ – უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ერთგულება", – განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა იმ დახმარების მნიშვნელობა, რასაც მოკავშირეები კიევს უწევენ.

სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ დასავლეთის უკრაინის დახმარება გააგრძლებს, მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S