რუსების თავდაცვის მეორე ხაზის ზონაში უკრაინელი სამხედროების წარმატების შესახებ იუწყებიან
07/09/2023 08:23:40 მსოფლიო
უკრაინის ჯარები წარმატებას აღწევენ სამხრეთ ფრონტზე,– იტყობინება უკრაინის თავდაცვის ძალების მედიაპლატფორმა 7 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერზე ანდრეი კოვალევზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით.
„შეტევითი ოპერაციებისას თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს რაბოტინოს სამხრეთით და ვერბოვოიეს დასავლეთ რაიონებში და მიღწეულ ხაზებზე ფიქსირდებიან“, - განაცხადა სპიკერმა.
5 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა უკრაინელი სამხედროების წარმატება ზაპოროჟიეს რაიონის რაბოტინო-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით.
სექტემბრის დასაწყისში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების "გარკვეული წარმატებები რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზის ზონაში".


