Accentnews.ge
"კონტრაქციები და აქციების დაშლა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის"

"კონტრაქციები და აქციების დაშლა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის"

04/12/2019 08:23:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციის აქციების საპასუხოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ აქციების გამართვა და ძალადობრივი დაპირისპირება ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს.

„კონტრაქციები და არც, თუნდაც, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით აქციების დაშლა, არ არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან“, – განაცხადა ლომჯარიამ. 

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსვალია პოლიტიკური კონსენსუსი პარტიებსა და საზოგადოებას შორის: 

„ამ ეტაპზე ეს კონსენსუსი, ალბათ, მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე როგორ გადავიდეთ, ან, სულ მცირე, ვიფიქროთ ისეთ ალტერნატიულ საარჩევნო ვარიაციებზე და მოდელებზე, რომელიც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის და თანაბარ პირობებში ჩააყენებს როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს“.

რაც შეხეება ბოლო დღეების აქციების დროს პოლიციის ქმედებას, სახალხო დამცველის განცხადებით, არა მხოლოდ ამ, არამედ წლის განმავლობაში გამართულ სხვა აქციებზეც, მთელ რიგ შემთხვევებში, პოლიციელების ქმედება არ იყო ეფექტიანი კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აგრესიულები იყვნენ და მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს ემუქრებოდნენ:

„ესეთ შემთხვევებს ეხლაც აქვს ადგილი. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს, ჩვენ ვსწავლობთ საქმის გარემოებებს. თუ დავინახავთ, რომ იყო უმოქმედობა პოლიციელთა მხრიდან, ან არასათანადო რეაგირება, გამოვიყენებთ შესაბამისი რეაგირების ზომებს“.

საქართველოში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების საპროტესტო აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა. ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების გამართვა დაიწყეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა. ზოგიერთ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში აქციები ძალადობაში გადაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S