Accentnews.ge
უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

07/09/2023 06:43:14 მსოფლიო

ფრანგული კომპანია Delair, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში წერს.

„Delair და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთი კიევს სამხედრო დახმარებას უწყვეტად უწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S