ერთ დღეში რუსეთის ბრიანსკის ოლქს დრონებით სამჯერ შეუტიეს
07/09/2023 06:00:39 მსოფლიო
აერთ დღეში რუსეთის ბრიანსკის ოლქს დრონებით სამჯერ შეუტიეს.
რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა პირველი ცნობა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დრონის განადგურების შესახებ, ადგილობრივი დროით 5:30 სთ–ზე გაავრცელა. ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში გაანადგურეს კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ოლქის გუბერნატორ ბოგომაზის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ნაწილობრივ დააზიანა ქალაქ ბრიანსკის რკინიგზის სადგურის შენობა და მიმდებარე მოედანი.
ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.


