Accentnews.ge
NATO რუმინეთს „მტკიცე სოლიდარობას“ უცხადებს რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ

NATO რუმინეთს „მტკიცე სოლიდარობას“ უცხადებს რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ

06/09/2023 20:15:38 მსოფლიო

ნატოს მოკავშირეებმა "მტკიცე სოლიდარობა" გამოუცხადეს რუმინეთს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მათ შეატყობინა ინციდენტის თაობაზე, რომლის დროსაც სავარაუდოდ რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა, – განაცხადა, Reuters-ის ცნობით, ალიანსმა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს და მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა აღიარა, რომ რუმინეთში აღმოჩენილი ფრაგმენტები შესაძლოა, რუსული დრონის ნაწილები იყოს, – იტყობინება ადგილობრივი არხი Antena 3.

უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების გამო მან პატრულირების გაზრდა გამოაცხადა.

ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ არც ერთი დრონი, მათ შორის რუსული, რუმინეთის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა, როგორც ეს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა. თუმცა მომდევნო დღეს თქვა, რომ “თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ასეთი სიტუაცია სრულიად მიუღებელი იქნება და რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება”.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით იზმაილის პორტში რუსული თავდასხმის დროს რუსული დრონები დაეცა და აფეთქდა უკრაინის მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე. რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თუმცა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია.

4 სექტემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის რეგიონს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დუნაის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კამიკაძე დრონებით თავდასხმისას შედეგად იზმაილის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანდა დაზიანდა სასაწყობო და საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S