ზელენსკი ბლინკენს შეხვდა, განიხილა აშშ-ის დახმარების საკითხები
06/09/2023 19:54:36 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა,– იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური.
შეხვედრის დროს ზელენსკიმ ბლინკენს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. კერძოდ, სამხედრო და ენერგეტიკის სექტორში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას მძიმე ზამთარი ელის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უკრაინელები მას გადაიტანენ.
თავის მხრივ, ბლინკენმა თქვა, რომ მოხარული იყო ზელენსკის და მთელი მისი გუნდის ხილვით.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა, მოვსულიყავი, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მაქსიმალურია ჩვენი ძალისხმევა და სხვა ქვეყნების კონტრშეტევის გამოწვევებისთვის, ასევე გრძელვადიანი ძალისხმევისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინას, შექმნას მომავლის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და დაიცვას ნებისმიერი მომავალი აგრესიისგან“, - თქვა ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის კონტრშეტევაში დიდ პროგრესს ხედავს.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე მოუთმენლად ელის ზელენსკისთან შეხვედრას.
„მოუთმენლად ველი იმ საკითხების განხილვას, რაც ჩვენ გვაქვს და ვიცი, რომ პრეზიდენტი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენი 6 სექტემბერს ეწვია უკრანას.


