აშშ–მა Minuteman III–ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
06/09/2023 17:29:06 მსოფლიო
6 სექტემბრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Minuteman III საცდელი გაშვება. ქობინის გარეშე რაკეტა კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო ბაზიდან გაუშვეს.
იუწყებიან, წარმატებით მიაღწია მიზანს - წყნარ ოკეანეში, კვაჯალეინ ატოლის მახლობლად პოლიგონზე.
პოლკოვნიკმა ბრაიან ტიტუსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოცდას, თქვა, რომ საცდელმა გაშვებამ "დემონსტრირება უნდა მოახდინოს აშშ-ის ბირთვული ძალების მზადყოფნის და უზრუნველყოს ეროვნული ბირთვული შემაკავებელი ძალების ლეტალური და ეფექტურობის რწმენა".
როგორც მედია აღნიშნავს, წლის დასაწყისიდან ეს აშშ-ს მიერ ბირთვული ტევადობის მქონე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მესამე გამოცდაა. ამასთან, მიუთითებენ, რომ გამოცდების გააქტიურება ხდება „რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე, რომელიც გამოვიდა ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებიდან, ამასთან, პერიოდულად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით.
Minuteman III რაკეტები ემსახურება აშშ-ის არმიას 1970-იანი წლების დასაწყისიდან და რეგულარულად გადის მოდერნიზებას. რაკეტის მაქსიმალური მანძილი 15 ათასი კილომეტრია. მას შეუძლია ატაროს ერთიდან სამამდე ბირთვული ქობინი 0,3-0,6 მეგატონის მოცულობის. ამჟამად აშშ–ში საბრძოლო მოვალეობას დაახლოებით 400 Minuteman III ასრულებს.


