Accentnews.ge
რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინაში Mi-8 დასვა, ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებს

რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინაში Mi-8 დასვა, ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებს

06/09/2023 15:26:41 მსოფლიო

უკრაინაში გადასული რუსული ვერტმფრენი Mi-8-ს პილოტი, 28 წლის მაქსიმ კუზმინოვი, 500 000 აშშ დოლარის ჯილდოს მიიღებს. უკრაინის დაზვერვამ რუსებს მოუწოდა მას მიბაძონ.

"რა თქმა უნდა, ეროვნულ ვალუტაში, არსებობს ოფიციალური კანონმდებლობა, შესაბამისი კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის აპრილში, შესაბამისი კომპენსაციის შესახებ, თუ ადამიანი უკრაინაში შეიარაღებით გადადის.

უკრაინა არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვასრულებთ საკუთარ ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს (ვიცავთ). ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ რუსებს, რომლებსაც არ სურთ ომის დამნაშავეები გახდნენ, გთხოვთ, დანებდეთ, გადადით უკრაინის მხარეს და დაიცავით საკუთარი პატივი და სინდისი, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ." - აღნიშნა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა.

ინფორმაცია, რომ რუსი პილოტი მი-8 ტიპის ვერტმფრენით უკრაინის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა, პირველად 23 აგვისტოს გავრცელდა.

მოგვიანებით სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ინფორმირებულნი არ იყვნენ და როდესაც მიხვდნენ, რა ხდებოდა, გაქცევა სცადეს და მათი ლიკვიდაცია განხორციელდა.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებულ ფილმში კუზმინოვი ყვება, რომ თავად დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, სიტუაცია აუხსნა, მათ კი შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, ახალი დოკუმენტები და ფულადი კომპენსაცია.

კუზმინოვის ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინაში მისი გადაფრენის დეტალების დაგეგმვის შემდეგ, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონიდან საკუთარი კოორდინატები გადასცა და უკრაინის ტერიტორიამდე იფრინა შეძლებისდაგვარად დაბლა, რადიოდუმილის რეჟიმში.

კუზმინოვი საკუთარ მოტივაციას იმით ხსნის, რომ რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულის ხელშემწყობი იყოს.

მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა სხვა რუს მფრინავებსაც და განაცხადა, რომ უკრაინაში არანაირი ნაცისტები და ფაშისტები არ არიან.

ფილმში, ნათქვამია, რომ მაქსიმ კუზმინოვისგან მიიღეს საკმაოდ ღირებული ინფორმაცია რუსეთის ავიაციის, კავშირგაბმულობის სისტემებისა და აეროდრომების ქსელის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S