Accentnews.ge
ევროკავშირი ტექნოლოგიურ გიგანტებს ზღუდავს

ევროკავშირი ტექნოლოგიურ გიგანტებს ზღუდავს

06/09/2023 15:01:35 მსოფლიო

ევროკომისიამ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული ციფრული ბაზრების რეგულირების აქტი მიიღო, რომელიც Apple-ის, Amazon-ის, Google-ის, Meta-ს, Microsoft-ის და ჩინური ByteDance-ის საქმიანობას შეზღუდავს.

მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ზემოხსენებულ კომპანიებს სპეციალური სტატუსი მიენიჭათ, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიაში მათ კოლოსალურ გავლენას უკავშირდება.

როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ ინდუსტრიას, ამიტომაც მათ დასარეგულირებლად ტრადიციული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საკმარისი არ არის და ახალი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას.

ტექნოლოგიურ გიგანტებს უდიდესი გავლენა აქვთ ელექტრონული მოწყობილობების წარმოების, ძებნის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ამიტომაც მათი გავლენა სცდება კონკრეტული სექტორის ფარგლებს. უახლოეს მომავალში ევროკავშირი ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ეკოსისტემის გახსნას და კონკურენტების შესყიდვის სტრატეგიის შეზღუდვას აიძულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S