Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა წელს $200 მილიონის კრიპტოაქტივები მოიპარეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა წელს $200 მილიონის კრიპტოაქტივები მოიპარეს

06/09/2023 14:23:51 მსოფლიო

წლის დასაწყისიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს,– იუწყება ბლოკჩეინის ანალიზის ფირმა TRM Labs.

მათი ცნობით, თანხის უდიდესი ნაწილი ქვეყნის მთავრობას გადაეცა და ის კორეის ბირთვულ პროგრამას მოხმარდა, რომელიც ატომური იარაღის შექმნას ისახავს მიზნად.

მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში განხორციელებული კიბერშეტევების 20% სწორედ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ჰაკერებზე მოდის, რომლებიც სხვადასხვა სახის თაღლითურ მეთოდებს იყენებენ.

რაც შეეხება გასული წლების შედეგებს, კორეელმა ჰაკერებმა 2020 წელს $300 მილიონის კრიპტო მოიპარეს; 2021 წელს მოპარული აქტივების მოცულობამ $430 მილიონს მიაღწია; გასულ წელს კი რეკორდული 1 მილიარდ 650 მილიონი დოლარის აქტივები იქნა მოპარული.

კორეელ ჰაკერებთან ერთად, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რუსი და ირანელი ჰაკერები, რომელთაც აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან აქვთ მხარდაჭერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S