
ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
06/09/2023 13:24:59 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6268 ლარი ეღირება, ევრო – 2.8209 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2977 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6279 ლარი ღირდა, ევრო – 2.8239 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3006 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.