გაერო: 2023 წლის ზაფხულის სიცხემ გლობალური რეკორდები მოხსნა
06/09/2023 09:23:20 მსოფლიო
ჩრდილოეთის ნახევარსფეროში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული აღირიცხა.
გაეროს სააგენტო და ევროკავშირის კლიმატის სამსახური აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ივლისი და აგვისტო ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეები იყო.
მეცნიერები ჰაერის ტემპერატურის რეკორდულ მატებას კლიმატი ცვლილებს უკავშირებენ.


