Accentnews.ge
ოკუპანტები მარიუპოლთან თავდაცვისთვის ემზადებიან

ოკუპანტები მარიუპოლთან თავდაცვისთვის ემზადებიან

06/09/2023 08:40:26 მსოფლიო

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფლის მიდამოებში თავდაცვით ხაზებს აშენებენ, ეზიდებიან ხე-ტყეს სატვირთო მანქანებით,– იუწყება მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო.

„ოკუპანტები აგრძელებენ სოფელ ნიკოლსკოეს მიდამოში როზოვკას მიმართულებით საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას და აღჭურვას. ახლა ხე-ტყე მოაქვთ“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, მერის მრჩეველის თქმით, ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა კვლავ სამოქალაქო სატვირთო მანქანებით გადააქვთ და მაშინვე ხე–ტყით ნიღბავენ.

„ჯერჯერობით ეს მხოლოდ ნიკოლსკის ოლქისთვისაა დამახასიათებელი“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მანამდე დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში დაფიქსირდა რუსი სამხედროების აქტიური მოძრაობა ზაპოროჟიის ოლქის ბერდიანსკისა და როზივკას მიმართულებით. თუმცა, აქტივობა შენელდა მას შემდეგ, რაც 14 აგვისტოს აფეთქება მოხდა მარიუპოლის რაიონის სოფელ იურიევკაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვოლნას სანატორიუმში რუსების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, დარტყმის შემდეგ, ორმოცდაათი დაჭრილი სამხედრო შეიყვანეს მარიუპოლის საავადმყოფოში, მათგან ათზე მეტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S