Accentnews.ge
საქსტატი: ივლისში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

საქსტატი: ივლისში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

06/09/2023 08:40:33 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2023 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 1.6%-ით გაიზარდა.

ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3%-იანი ზრდით, რამაც 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.7%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 5.7%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S