Accentnews.ge
მაკრონი: მჯერა, ქართველი ხალხის მომავალი ევროპული გზაა, განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე

მაკრონი: მჯერა, ქართველი ხალხის მომავალი ევროპული გზაა, განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე

06/09/2023 08:15:25 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი ინსტაგრამზე ავრცელებს.

"დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამვონო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის", – განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაკრონმა.

ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ყველა ვიზიტზე უარი განუცხადეს.

პირველ სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S