Accentnews.ge
თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

06/09/2023 08:18:29 მსოფლიო

თურქეთში მასშტაბური წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.

როგორც იუწყებიან, წყალდიდობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლში თვეების განმავლობაში პირველად მოვიდა ძლიერი წვიმა. წყალმა დატბორა მეტრო, გზები, მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები.

6 სექტემბერს თურქულმა ტელეარხმა NTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანამდე, 4 სექტემბერს გაზეთი Hürriyet წერდა, რომ თურქეთის ცენტრალურ რეგიონებში წყალდიდობის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა, მათ შორის ქალაქ აქსარაიში და ნევშეჰირში.

გარდა ამისა, დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

2 სექტემბერს თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა (AFAD) გააფრთხილა ანკარის მოსახლეობა წყალდიდობის საფრთხის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S