Accentnews.ge
ბრიტანეთი უკრაინას Scimitar–ებს გადასცემს

ბრიტანეთი უკრაინას Scimitar–ებს გადასცემს

06/09/2023 07:58:11 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სპეციალისტების მიერ მომზადების შემდეგ, სადაზვერვო ჯავშნიან მანქანებს Scimitar Mk2-ებს გადასცემს. ამის შესახებ კომპანია Rheinmetall BAE Systems Land (RBSL) Twitter-ის მეშვეობით იტყობინება.

როგორც აღინიშნა, RBSL-ის წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ გერმანიაში, რათა დაეხმარონ ბრიტანეთის არმიას, უკრაინაში გადასაზიდად სადაზვერვო მანქანების მომზადებაში.

სპეციალისტებმა დახმარება გაწიეს ხარვეზების დიაგნოსტიკაში, მისცეს ტექნიკური რჩევები და რეკომენდაციები შეკეთების, ავტომობილის უსაფრთხოების შესახებ, ჩაატარეს საგზაო შემოწმება და მონაწილეობა მიიღეს შეკეთებაში.

32 დღის განმავლობაში მომზადდა 23 ჯავშანმანქანა.

Scimitar Mk 2 არის Scimitar ჯავშანტექნიკის მოდერნიზებული ვერსია, რომელიც ემსახურება ბრიტანეთის არმიას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S