მედია: აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კიევშია
06/09/2023 07:10:06 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, – იუწყება უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“.
გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც.
აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას გაუწია 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.


