Accentnews.ge
11-20 სექტემბერს სომხეთში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები ჩატარდება

11-20 სექტემბერს სომხეთში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები ჩატარდება

06/09/2023 06:29:37 მსოფლიო

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში 11-20 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით ARTSIV PARTNERS-2023 ჩატარდება, – იუწყება სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, "წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე გაიმართება და მათ მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს".

„წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების დარგში გამოცდილების გაზიარება და ასევე ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის“ გეგმური შეფასებისთვის სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდაა“, -აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S