
ოდესაზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
06/09/2023 05:55:02 მსოფლიო
რუსული ძალები, წუხელ, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერზე დაყრდნობით.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები - ელევატორები, ადმინისტრაციული შენობები და აგროსაწარმოები.
იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. ამ რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. იზმაილის რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 3 და 4 სექტემბერსაც.