
ბათუმში უძრავი ქონების რუსულენოვანი გამოფენა-გაყიდვა კვლავ ანონსდება
05/09/2023 18:04:10 საზოგადოება
ინტერნეტში კვლავ იძებნება რეკლამა, რომელიც იუწყება, რომ 28 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიანში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
მისი ცნობით, ამ გამოფენა-გაყიდვის საპრომოციოდ შექმნილი ვებ-საიტის მიხედვით, "ექსპო 2.0"-ის მონაწილეები მიიღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებას არა მხოლოდ საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად, არამედ კვიპროსთი, დუბაისა და თურქეთში მომუშავე დეველოპერებისგანაც.
ბათუმში ამგვარი გამოფენა-გაყიდვის მოწყობა დაანონსებული იყო 29-30 ივლისსაც. საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ღონისძიება, რომელსაც რეკლამას რუსეთის შოუ-ბიზნესის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა რუსულ ენაზე უკეთებდა, გადაიდო. მაშინ დეველოპერული კომპანიები ამბობდნენ, რომ მათი სახელები გამოფენა-გაყიდვის მონაწილეთა სიაში მათთან შეთანხმების გარეშე მოხვდა.
სასტუმრო მერიდიანში "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ მათთან 28 სექტემბერს არანაირი უძრავი-ქონების გამოფენა-გაყიდვა არ იგეგმება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ექსპო 2.0"- ის ჩატარების ადგილად მერიდიანი იყო მითითებული, სასტუმროს ადმინისტრაციისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა .
გამოცემის ცნობით, გამოფენაში მონაწილეობას უარყოფენ ის სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც ორგანიზატორების თქმით მათთან იქნებიან წარმოდგენილი ექსკლუზიური შეთავაზებებით. სამშენებლო კომპანია გუმბათმაც და ალიანს ჯგუფმაც განაცხადეს, რომ ისინი ამ გამოფენაში არ მონაწილეობენ.
"ექსპო 2.0."-ის ორგანიზატორების მტკიცებით, 28 სექტემბერს მათ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი კომპანიები:
ELT BUILDING
LIKE HOUSE
GUMBATI
NEXT
METROPOL
MARDU HOLDING
ALLIANCE
RHODOS
BIANCA
MZIURI
GURU
ANDE
GALILEO BATUMI
BATUMI VIEW
CALLIGRAPHY
TECTO
WHITE SAILS
PANORAMA