მედია: ენტონი ბლინკენი კიევს ეწვევა
05/09/2023 16:51:37 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს კიევს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ZN.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო. 2022 წლის აპრილში ბლინკენი უკრაინას აშშ–ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია.


