
შემოსავლების სამსახური: სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
05/09/2023 16:30:48 საზოგადოება
სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.