
დუდა: NATO–ს ქვეყნები გეგმავენ, 2024 წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 4% დახარჯონ
05/09/2023 15:51:31 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, NATO–ს ქვეყნები გეგმავენ, 2024 წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 4% დახარჯონ.
"ჩვენ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა წარმოქმნილ საფრთხეს ვხედავთ. პოლონელებმა კარგად ვიცით - ისტორიამ და გამოცდილებამ გვასწავლა ეს - რომ ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს იმისათვის, რომ პოლონეთი იყოს თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი და პოლონელები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ 137 მილიარდი ზლოტის დახარჯვას თავდაცვისთვის. ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%–ზე მეტია", – განაცხადა დუდამ.
უკრაინაში მიმდინარე ომის შემდმეგ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს.